რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს უკრაინის არმიის მე-10 ბრიგადის ტექნიკა, რომელიც გადაყვანილი იყო დონბასში.
„მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედმა რაკეტებმა ჟიტომირის რეგიონში, რკინიგზის სადგურის მიდამოში, გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-10 სამთო თავდასხმის ბრიგადის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რომლებიც ივანო-ფრანკოვსკიდან დონბასში გადაიყვანეს“, – განაცხადა კონაშენკოვმა.