ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რუსეთი აღარ ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენებას და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, რაც განპირობებულია იმით, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით უკან დაიხია.
„ჩვენს მეგობრებთან ერთად ვცდილობთ შუამავლობას, მაგრამ წინ დიდი გზაა. ისრაელმა დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს. ეს კომუნიკაცია გულწრფელი, ღიაა და შესაძლოა, რამეს მივაღწიოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა მეგობრებთან ერთად მხარეებს შორის ხიდის დადებას, რათა ომი დასრულდეს. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს დღეს“, – განაცხადა ბენეტმა.