უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს შვეიცარიაში მშვიდობის გლობალური სამიტის ჩაშლის გეგმები აქვს.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სადაზვერვო მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არა მხოლოდ სურს ჩაშალოს მშვიდობის სამიტი, არამედ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გააკეთოს ეს, მათ შორის, როგორ შეამციროს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და როგორ იმოქმედოს სამშვიდობო ძალისხმევის ჩასაშლელად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.