ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 15:47 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
19°C clear sky

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პირობები ამჟამად არ არსებობს“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკების დროის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის პირობები არ არსებობს.

„ამ მომენტისთვის ამ მოლაპარაკებების პირობები არ არსებობს, არც დე ფაქტო და არც დე იურე. ჩვენ გვესმის განცხადებები კიევიდან, ვიცით უკრაინის რეჟიმის მხრიდან მოლაპარაკების შეუძლებლობის სამართლებრივი დასაბუთება. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია დე ფაქტო ვაღიაროთ ერთი რამ – არ არსებობს პირობები, რომ ასეთი მოლაპარაკებები გაიმართოს“, – განაცხადა პესკოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები