ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 03:42 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

რუსეთთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაერთიანების რეფერენდუმის საკითხზე გაგლოევი მოსკოვში კონსულტაციებს გამართავს

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაერთიანების რეფერენდუმის საკითხზე კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

„კონსულტაციები 14 ივნისს გაიმართება. დელეგაციაში ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, ე.წ. უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე ოლეს კოჩიევი და „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარე ემილია გაგიევა შედიან, “ – აცხადებენ გაგლოევის პრესსამსახურში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების საკითხზე „რეფერენდუმი“ 13 მაისს ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა დანიშნა.  ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო. „არჩევნებში“ ალან გაგლოევის გამარჯვების შემდეგ მან რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ბრძანებულება შეაჩერა. გაგლოევმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოსკოვთან კონსულტაციების გამართვა იქნება აუცილებელი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის