ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 21:40 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
7°C clear sky

რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვა, რომელიც ზელენსკიმ დააწესა, კვლავ მოქმედებს, დასკვნა თავად გამოიტანეთ – სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, „კიევის რეჟიმი“ დასავლეთის დახმარების გარეშე განწირულია.

პროსამთავრობო „ტასსთან“ ინტერვიუში ლავროვი ამბობს, რომ , „რუსეთი იძულებულია ზელენსკის „რეჟიმის“ მხრიდან მშვიდობის ნების ნაკლებობა აღნიშნოს“.

„მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარუმატებლობისა, დასავლეთი აგრძელებს კიევის იარაღით დახმარებას. მიმდინარეობს ნატოს იარაღის მიწოდება, მათ შორის კასეტურ საბრძოლო მასალებს და ურანის ჭურვებს აწვდიან.

ეგრეთ წოდებული რამშტაინის ფორმატი აგრძელებს მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ყოველთვიურად განიხილავს კიევის მოთხოვნას სამხედრო აღჭურვილობის და დახმარების შესახებ.

არამეგობრული მთავრობების უმეტესობისთვის, რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული დამარცხება კვლავ პრიორიტეტად ითვლება. არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არ ამბობენ უარს კიევის რეჟიმის დახმარებაზე, რადგან ხვდებიან, რომ მათ გარეშე კიევი განწირულია. ჩვენ იძულებულნი ვართ აღვნიშნოთ ზელენსკის რეჟიმის მხრიდან მშვიდობის ნების ნაკლებობა“, – აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ „კიევი აგრესიულ რიტორიკას მიმართავს“.

„საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე რაიმე საუბარი არ არის. რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების აკრძალვა, რომელიც ზელენსკიმ 2022 წლის 30 სექტემბერს დააწესა, კვლავ მოქმედებს. თავად გამოიტანეთ დასკვნები“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები