რუსი სამხედროები სუმის ოლქს ეტაპობრივად ტოვებენ, – ამის შესახებ სუმის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს ფეხდაფეხ მიჰყვებიან და მოსვენების საშუალებას არ აძლევენ.
„გასულ კვირას უამრავი რუსი სამხედრო სუმის ჩრდილოეთიდან შემოვიდა, სადაც ისინი განურჩევლად ესროდნენ და ატერორებდნენ მოსახლეობას. ჩვენი სამხედროები მათ უკან დაედევნენ. სუმის ჩრდილოეთი 100%-ით გათავისუფლებული არ არის, თუმცა უკრაინელები ოკუპანტებს თანდათან უკან ახევინებენ“, – განაცხადა ჟივიცკიმ.
შეგახსენებთ, სუმის ოლქის ერთ-ერთი პირველი ტერიტორია იყო, რომელსაც რუსები ომის დაწყების შემდეგ თავს დაესხნენ.