ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:35 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

„რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღის მარდაკერტის რეგიონში სადამკვირვებლო პუნქტი დაკეტეს“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღის მარდაკერტის რეგიონში სადამკვირვებლო პუნქტი დაკეტეს, სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ოპტიმიზაციის ფარგლებში გაკეთდა

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღს დატოვებენ, ისინი უნდა წავიდნენ არა სომხეთში, არამედ რუსეთში.

8 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორ სადამკვირვებლო პუნქტზე – მარტუნისა და მარდაკერტის რაიონებში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

შეგახსენებთ, ვითარება ყარაბაღში 19 სექტემბერს დაიძაბა, როდესაც აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა და სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეგიონიდან გაყვანა მოითხოვა. 20 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება.

ხოლო 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის მეთაურმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც მისი არსებობა 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყდება

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები