ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 09:58 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
8°C clear sky

„რუსულ ენას აფხაზეთში განსაკუთრებული სტატუსი აქვს“ – ინალ არძინბა

“რუსულ ენას აფხაზეთში განსაკუთრებული სტატუსი აქვს და ის მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოიყენება“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„რუსული ენა აფხაზურთან ერთად სახელმწიფო და სხვა დაწესებულებებში გამოიყენება. აფხაზეთში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს რუსული ენის თავისუფლად გამოყენების უფლება აქვთ“ – განაცხადა არძინბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ენა აქტიურად გამოიყენება, როგორც აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის  კომუნიკაციის ძირითადი საშუალება. სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიხედვით, აფხაზეთის თითოეულ მოქალაქეს აქვს აფხაზურ და რუსულ ენებზე სწავლის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, 25 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის საარჩევნო კანონში მომზადებული ცვლილებები, რომლის მიხედვით დეპუტატებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ აფხაზური ენა, შეიძლება რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს.

„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების შესახებ, რომლის მიზანი ფორმალურად აფხაზური ენის მხარდაჭერაა, ხოლო სინამდვილეში მას რუსული ენის დისკრიმინაცია შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა კალაშნიკოვმა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ესწრებოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები