ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 13:52 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

საამაყოა, რომ საქართველომ, ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“ მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

ძალიან საამაყოა, რომ საქართველომ, ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“ მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საქართველო ამ მაჩვენებლით დიდი შვიდეულის 5 ქვეყანაზე წინ არის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია “იმედში” განაცხადა.

მისვე თქმით, ეს პროცესი მიუთითებს, რომ საქართველოში პლურალიზმის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, პოლიტიკური პროცესები, თავისუფლება და თანასწორობა არის მაღალ დონეზე.

„ორგანიზაცია „პროცესი დემოკრატიის მრავალფეროვნება“ ერთ-ერთი მოწინავე და ყველაზე ვრცელი ქსელია სამეცნიერო კვლევისა. უშუალოდ დემოკრატიაზე 4 ათასზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს, ასეულობით კოორდინატორი, მენეჯერი მართავს პროცესს და უშუალოდ დემოკრატიას იკვლევს. ძალიან საამაყოა, რომ საქართველომ, ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“ მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საქართველო ამ მაჩვენებლით დიდი შვიდეულის 5 ქვეყანაზე წინ არის ძალიან მნიშვნელოვანია კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკური გზავნილი იმისათვის, რომ საქართველო აღიქვან გარესამყაროში უსაფრთხო სახელმწიფოდ პოლიტიკური თვალსაზრისით. “, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები