საბერძნეთში 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში არის ბრალდებული. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სავარაუდო მსხვერპლი ახლა 14 წლის არის და მამაკაცი მასზე 6 წლის განმავლობაში ძალადობდა. მოზარდი სავარაუდოდ დაკავებული კაცის პარტნიორის ქალიშვილია.
არასრულწლოვანმა აღნიშნულზე პოლიციას თავად შეატყობინა. ბრალდებული კაცის თქმით, ბავშვი ცრუობს მიზეზად კი შურისძიებას ასახელებს, რადგან ის და არასრულწლოვნის დედა მოზარდს ხშირად საყვედურობდნენ, რომ სკოლაში კარგად არ სწავლობდა.
მიუხედავად ამისა, პროკურატურის გადაწყვეტილებით, კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.