„დავით ზალკალიანი აშშ-ის ელჩად დაინიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი იგი ილია დარჩიაშვილმა შეცვალა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში. მე მინდა, ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსავით, მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა თანამდებობაზე. რაც შეეხება მის შემცვლელს, მე მინდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ბატონი ილია დარჩიაშვილი. მას აქვს ბრწყინვალე გამოცდილება, განათლება და მე მჯერა, რომ იგი იქნება ბრწყინვალე საგარეო საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა.
ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.