ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 7, 2025 01:28 საათი

თბილისი

Jun 7 - Sat
Tbilisi, GE
18°C scattered clouds

სამხრეთ იტალიაში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – მედია

იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება Adnkronos ავრცელებს.

არსებული ცნობით, გემზე სულ მცირე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც გამოცემა La Repubblica წერს, გემმა, რომელსაც ირანის, პაკისტანის და ავღანეთის მოქალაქეები გადაჰყავდა, არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო სტეკატო დი კუტრას სანამპიროსთან განიცადა კატასტროფა.

ადგილზე პოლიციელები, კარაბინიერები და ასევე, წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის