ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:10 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

„სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იქნება რუსეთის მადლიერი“ – გაგლოევი

ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის დამცველების მემორიალთან“ სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, სადაც 2008 წელს ომში დაღუპულები მოიხსენიეს, ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ცერემონიას ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, ყოფილი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, ასევე ე.წ. პარლამენტის სპიკერი ალექსეი მაჩნევი ესწრებოდნენ.

ალან გაგლოევმა რუსეთს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი დახმარებით „სამხრეთ ოსეთი“ გადარჩა და ოსი ხალხის თავისუფლების და სამართლიანობის სურვილი გამოავლინა.

„სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იქნება რუსეთის და მისი ხელისუფლების მადლიერი. მონუმენტი, რომელთანაც ახლა ვიმყოფებით, აჩვენებს რუსეთ-ოსეთის ურთიერთდახმარებას, ერთიანობას, ერთიან გამარჯვებას და იმათ მიმართ ხსოვნას, ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის თავი გაწირა“ – განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა.

გაგლოევმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ დასავლეთი ქვეყნებზე და კონტინენტებზე კონტროლის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად დღესაც ახალი ომების გაჩაღებას და პროვოცირებას ცდილობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები