„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, ალან გაგლოევი იმარჯვებს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევმა განაცხადა.
სააგენტო Res-ის ინფორმაციით, ოქმების 18%-ის დამუშავების შემდეგ ანატოლი ბიბილოვი 2274 ხმას აგროვებს, ალან გაგლოევი კი – 3686 ხმას. ხმა ყველას წინააღმდეგ 236 ადამიანმა მისცა.
დღეს, 8 მაისს, „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობისთვის მეორე ტურში იბრძვიან მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და „ნიხასის“ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ალან გაგლოევი. გამარჯვებული გამოვლინდება ხმათა უმრავლესობით. რესპუბლიკის მეთაური ირჩევა ხუთი წლის ვადით.