ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 12:25 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
25°C clear sky

„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ – სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე

უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებს, ნუ უკვირს, როცა ამაზე მკაცრ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ, ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.

„იგონებენ მითებს, შემდეგ ამ მითებს ებრძვიან და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ნუ უკვირს, როდესაც ბრალდებას აყენებს უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ, ნურავის აკრიტიკებს, როდესაც მიიღებს მკაცრ პასუხს. ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებიდან იმსახურებდა თითოეული ასეთი განცხადება.

როდესაც ბრალდება არის ცრუ და არაფერზე დაყრდნობილი, ასეთ პირობებში არავის აქვს მიზეზი რაიმე სანქციებზე ისაუბროს. სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები