ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 12:28 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
20°C clear sky

სანქციებს არ უწესებენ ადამიანებს დემოკრატიის გაძლიერებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, საკუთრების უფლების და ბიზნესის დაცვისთვის – ეს ყველაფერი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავაკეთეთ – არჩილ თალაკვაძე

სინამდვილეში საქართველო არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი და გამტარებელი. ეს არაერთხელ დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა, თუნდაც საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს დადანაშაულება იმაში, რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა არის სივრცე, სადაც სანქციები გვერდის ავლა ხდება, ეს არის სიცრუე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სანქციებს არ უწესებენ ადამიანებს დემოკრატიის გაძლიერებისთვის, არ უწესებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური მრავალპარტიული პოლიტიკა ამოქმედდა და პარლამენტში არის მეტი ოპოზიცია წარმოდგენილი. არ უწესებენ იმისთვის, რომ დღეს მედიის თავისუფლება და საქმიანობა არის დაცული; არ უწესებენ იმისთვის, რომ საქართველოში საკუთრების უფლება და ბიზნესი არის დაცული. ეს ყველაფერი სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში. ეს შეფასებები არის ევროკავშირის და ევროსაბჭოს ყოველწლიურ ანგარიშებში. შესაბამისად, რეზოლუციაში მოყვანილი მტკიცებულება თუ რეკომენდაცია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები