ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 11, 2025 19:48 საათი

თბილისი

Jul 11 - Fri
Tbilisi, GE
32°C clear sky

საფრანგეთის არმიის მეთაური: ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში საფრთხის ქვეშაა, უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება

რუსეთი „მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს“, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ტიერი ბურკარდმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის ნამდვილი ბირთვული ძალა“, რომელსაც „სრულყოფილი არმიის მოდელი აქვს“.

გენერალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „არ ეშინია ამერიკის სრულად გასვლის“ – „ეს მათ ინტერესებში არ შედის“.

„ევროპელებისთვის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა აუცილებელია, რადგან უკრაინაში ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დევს. უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება“, – აღნიშნავს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

ამასთან, ფრანგი გენერალი ამბობს, რომ კრემლმა საფრანგეთი თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ აქცია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის