ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:34 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა განახლდა

ბრალდებულები სკანდალურ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. პროკურატურა კი დარწმუნებულია, რომ რეზონანსულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„პროცესზე ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც კანონის სრული დაცვით ბრალდების მხარეს აქვს მოპოვებული და წარდგენილი სასამართლოში. ე.წ კონსპირაციული აუდიოჩანაწერი, რომლის საექსპერტო კვლევის თანახმად დადგენილია, რომ მას მონტაჟის კვალი არ აღენიშნება და აღნიშნული ჩანაწერით დგინდება, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის ლიკვიდაციის ამსახველი სხვადასხვა გეგმის შემუშავების ფაქტები.

გარდა აუდიოჩანაწერებისა, საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც გარკვეულ გარემოებებს ადასტურებენ. საუბარია კონკრეტულ პიროვნებებზე“, – აცხადებს ბრალდების მხარე.

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ, ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

ამ საქმის ფარგლებში, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ. ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები