თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩინეთთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს.
„ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით არ მინდა პოლემიკაში შევიდე, ადამიანთან, რომელიც კონსტიტუციას პირველი უნდა იცავდეს და სამწუხაროდ, მას არღვევს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს და უფრო საინტერესო გახადოს ჩინეთთან ურთიერთობები. ჩვენ ვუფრთხილდებით ამგვარ ურთიერთობებს. დიდი რესურსი არის ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პარტნიორობა მეტად გაღრმავდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.