ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 05:00 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
8°C clear sky

საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დააკავეს

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის დაკავებამდე იყო სროლის ხმა.

დამნაშავეს 12 ადამიანი მძევლად 7 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

იგი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, შემდეგ კი 1.5 მილიონ ლარს ითხოვდა.

ცნობისთვის, ქუთაისში საქართველოს ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მას 12 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა, მოგვიანებით მოთხოვნა შეცვალა და ამჟამად მილიონ-ნახევარ დოლარს ითხოვს. თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა, სახე ნიღბით აქვს დაფარული და სხეულზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს დამაგრებული.  

ბანკზე თავდამსხმელი მძევლების დახმარებით რეგულარულად რთავს ფეისბუკ ლაივებს. ის ულტიმატუმებს უყენებს პოლიციას და შენობის აფეთქებით იმუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:

⭕ მუხლი 144 – მძევლად ხელში ჩაგდება

⭕ მუხლი 236 – საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება

⭕ მუხლი 323 – ტერორისტული აქტი

⭕ მუხლი 329 – მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით

ადგილზე იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები