ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 25, 2025 20:17 საათი

თბილისი

Oct 25 - Sat
Tbilisi, GE
15°C clear sky

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ტრადიციული სპორტული სახეობების განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ბილალ ერდოღანი საქართველოში სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ის ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

შეხვედრას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის