საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი, სოფელ ვარიანში კრივის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
შეხვედრა დასასვენებელ კომპლექს “რანჩო ვარიანში” შედგა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართულ კრივში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, სპორტსმენებმა კანდელაკს კრივის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს