ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 07:29 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
7°C clear sky

საქართველოს ყაზბეგის რაიონი აქვს ოკუპირებული – ცხინვალი

ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს „ოსეთის ისტორიული მიწები აქვს ოკუპირებული“. საუბარია, კერძოდ, ყაზბეგის რაიონზე. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

დე ფაქტო უწყებაში კომენტარი გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე “აფხაზეთში/საქართველო და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთი/საქართველო ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ“. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 95 ქვეყანამ, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 56-მა კი თავი შეიკავა.

ცხინვალში არ ეთანხმებიან ფორმულირებას, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებული ნაწილია.

„სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოსთან არანაირი შეხება არ აქვს. რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ოსეთის ისტორიული მიწები – ყაზბეგის რაიონი აქვს ოკუპირებული, სადაც ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა ხდება. ამ მიწიდან განდევნილია ოსი ეროვნების მოსახლეობა და მას წინაპრების საფლავების და საკუთარი სახლების მონახულების უფლება არ აქვს. ამაზე არც საქართველოს ხელისუფლება, არც მისი დასავლელი მეგობრები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ“ – აცხადებენ ცხინვალში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შემდეგ ის ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს. სხვა ქვეყნები აფხაზეთსაც და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც საქართველოს ნაწილებად განიხილავენ, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები