ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 05:43 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
12°C clear sky

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მან ირანელ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.

მაჰმუდ ადიბმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე აქბარ ყასემი ალი-აბადი შეცვალა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები