ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:29 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა 1 463 ლარით

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით, ანუ 149.1 ლარით გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 431.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.5 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2 (გაიზარდა 3.2 პროცენტით);
• მშენებლობა – 2 209.5 ლარი (გაიზარდა 7.2 პროცენტით).
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 133.0 ლარი (გაიზარდა 5.5 პროცენტით).

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 767.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131.3 ლარი (12.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 186.4 ლარი (11.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები