კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ კიევ-პეჩერსკის ლავრის მიტროპოლიტ პაველს ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა, რასაც პროკურატურა ითხოვდა.
მედიის ცნობით, ის სასამართლო სხდომათა დარბაზში საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, დილით მოათავსეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
მიტროპოლიტი ეჭვმიტანილია რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებასა და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიტროპოლიტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც, მას ბრალი წარუდგინეს.