ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ – დანილოვი

„საჭირო თუ გახდება, უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ“, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“, – განაცხადა დანილოვმა.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კომენტარი, ასევე, გააკეთა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მოსალოდნელი ახალი თავდასხმისა და ბელარუსის ამ შეტევაში შესაძლო მონაწილეობის შესახებაც.

„იომებენ თუ არა ბელორუსები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რთული სათქმელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზედაც ზემოქმედებას ვერ ვახდენთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბელორუსებს ჩვენთან ბრძოლის არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩვენ მათთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია“, – აღნიშნა დანილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ ბელარუსი ომში ჩაებას, მაგრამ დანილოვი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

„ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი განვითარებისთვის. ჩვენთვის ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია და არცერთი მათგანი არ რჩება უზენაესი მთავარსარდლის, ყურადღებისა და კონტროლის გარეშე. ჩვენ გვესმის, რა ხდება დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და ბელორუსის ტერიტორიაზე“, – დასძენს უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე