ბენზინის საშუალო ფასი მთელ მსოფლიოში არის 1.33 აშშ დოლარი ლიტრზე. თუმცა, ქვეყნებს შორის ამ ფასებში არსებითი განსხვავებაა. როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებს უფრო მაღალი ფასები აქვთ, ხოლო ღარიბ ქვეყნებსა და ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტირებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დაბალი ფასები. ქვეყნებში ფასების სხვაობა გამოწვეულია ბენზინის სხვადასხვა გადასახადებით და სუბსიდირებით. საქართველოში საწვავის ფასი მაქსიმუმზეა, ბენზინგასამართ სადგურებში მისულ მძღოლებს 1 ლიტრი დიზელის შესაძენად 4 ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა და ეს ზრდა სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია, ძვირი თურქეთში. საწვავის სიიაფის მიხედვით მეზობელ ქვეყნებში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.
საწვავის საშუალო ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:
აზერბაიჯანში: 1 ლ. საწვავის ფასი – 1.90 ლარი, ხოლო დიზელის – 1.52 ლარია
რუსეთში: 1 ლ. საწვავის ფასი – 1.61 ლარი, ხოლო დიზელის – 1.68 ლარია
საქართველოში: 1 ლ. საწვავის ფასი – 3.86 ლარი, ხოლო დიზელის – 3.98 ლარია
სომხეთში 1 ლ. საწვავის ფასი – 3.51 ლარი, ხოლო დიზელის – 3.78 ლარია
თურქეთში: 1 ლ. საწვავის ფასი – 3.96 ლარი, ხოლო დიზელის – 4.51 ლარია
ბენზინი ყველაზე იაფი ალჟირშია, ყველაზე ძვირი კი, ნიდერლანდებში.
ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია (საშუალო ფასი ლარში)
ცენტრალური აფრიკა 1ლ. საწვავის ფასი – 6.48 ლარი
ნიდერლანდები 1ლ. საწვავის ფასი – 8.33 ლარი
მონაკო 1ლ. საწვავის ფასი – 8.01 ლარი
ნორვეგია 1ლ. საწვავის ფასი – 8.04 ლარი
დანია 1ლ. საწვავის ფასი – 7.52 ლარი
საბერძნეთი 1ლ. საწვავის ფასი – 7.23 ლარი
ფინეთი 1ლ. საწვავის ფასი – 7.49 ლარი
ისრაელი 1ლ. საწვავის ფასი – 7.26 ლარი
პორტუგალია 1ლ. საწვავის ფასი – 6.85 ლარიქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია (საშუალო ფასი ლარში)
ირანი 1ლ. საწვავის ფასი – 1.14 ლარი
ყატარი 1ლ. საწვავის ფასი – 1.86 ლარი
ქუვეითი 1ლ. საწვავის ფასი – 1.16 ლარი
ალჟირი 1ლ. საწვავის ფასი – 1.04 ლარი