მმართველი გუნდის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, საუკუნეებია საქართველო ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას, ამიტომ ყალბი ფსევდო-ლიბერალური დღისწესრიგი ჩვენს ქვეყანაში ვერ დამკვიდრდება
,,ჩვენი ეროვნული ცნობიერების მთავარი საყრდენი ქრისტიანული ეკლესიაა. ქვეყანაში, სადაც ქრისტეს ხუთმა მოციქულმა იქადაგა, სადაც ქართველი ადამიანი იცავდა სამშობლოს, სისხლს ღვრიდა ქრისტესთვის და ოჯახისთვის, ვერასოდეს შემოგვაჩეჩებენ ყალბ, ფსევდო-ლიბერალურ ფასეულობებს.”, – აცხადებს გორისა და კასპის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი, გიორგი სოსიაშვილი