ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 20, 2022 03:05 საათი

გორი

აგვ 20 - შაბ
Tbilisi, GE
22°C clear sky

„სექსუალურად იძალადა და შემდეგ დაახრჩო“ – 70 წლის ნევადელ კაცს 5 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

70 წლის ნევადელ კაცს 5 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 1982 წელს მომხდარ მკვლელობის საქმეს, გოგონა კალიფორნიაში საბავშვო ბაღში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. დეტექტივებმა კი მტკიცებულებები დნმ-ის მოიპოვეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკული მედია წერს წერს.

„ეიბისინიუსის“ ინფორმაციით, გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 70 წლის რობერტ ჯონ ლანუი არის.

მედიასაშუალება წერს, რომ 5 წლის ფამი 1982 წლის 21 იანვარს კალიფორნიის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. ბავშვის ცხედარი ორი დღის შემდეგ  ყოფილ ფორტ ორდში იპოვეს.

კალიფორნიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბავშვი გაიტაცეს, მასზე სექსუალურად იძალადეს და შემდეგ დაახრჩვეს.

სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, ლანუიმ უარი თქვა ექსტრადიციაზე კალიფორნიის მონტერეის ოლქში. ლანუის შესახებ მედია წერს, რომ ის სექსუალური მოძალადეა.

გოგონას მკვლელობის დროს 29 წლის იყო და ცხოვრობდა მის სახლთან ახლოს ზღვისპირეთში.

საქმე ხელახლა 2020 წელს გაიხსნა, როდესაც დნმ-ის საშუალებით მტკიცებულებები მოიპოვეს. 6 ივლისს, კალიფორნიის გამომძიებლებმა ბრალდებულის დაკავების ორდერი მიიღეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები