ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 21:31 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
14°C clear sky

სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, – განაცხადა  სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა.

„პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არმიას უბრძანა, იყოს საბრძოლო მზადყოფნა“- აღნიშნა მინისტრმა.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა  ბრძანება გასცა, სრული საბრძოლო მზადყოფნაში იყოს  პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა დანაყოფები და ისინი დაექვემდებარონ არმიის შტაბის უფროსს.

26 დეკემბერს კოსოვოს ადმინისტრაციის უშიშროების საბჭო შეიკრიბა და ურთიერთობების ბოლო რღვევაში სერბეთი დაადანაშაულა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის