ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 23:41 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
9°C clear sky

სერგეი ლავროვი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა მხოლოდ მოსაზრებების გაცვლის მიზნით კონტრპროდუქტიული იქნება

„რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ მოსაზრებების გაცვლის მიზნით კონტრპროდუქტიული  იქნება“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა სერბულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ პრეზიდენტ პუტინს შეხვედრაზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა ლიდერებს შორის მხოლოდ შეხვედრა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აზრს მოკლებულია.

„პრეზიდენტ პუტინს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასოდეს უთქვამს. ერთადერთი, რამ რაც მას ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად მიაჩნია არის ის, რომ შეხვედრა კარგად იყოს ორგანიზებული.

ახლა ასეთი კრიზისული სიტუაციაა, შიდაუკრაინული კონფლიქტი იმდენად მომწიფდა, რომ მხოლოდ შეხვედრა და საუბარი იმაზე „რას ფიქრობ შენ და რას მე “, უბრალოდ კონტრპროდუქტიული იქნება“, – განაცხადა განმარტა სერგეი ლავროვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები