რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ვერ ხედავს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობას.
„თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც ხდება ბრძოლის ველზე, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისგან. ვაშინგტონი და მისი სატელიტები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის იდეით არიან შეპყრობილი“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა ესკალაციური ნაბიჯია.
ინფორმაციისთვის, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე „ატაკამსის“ რაკეტებით საჰაერო იერიში მიიტანეს.