ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 23:10 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
4°C clear sky

სერგეი ნარიშკინი: რუსეთი ახლოს არის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევასთან

„რუსეთი ახლოს არის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევასთან, უკრაინის არმია დაშლის პირასაა და ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმმა მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრონტზე ვითარება არ არის კიევის სასარგებლოდ, რუსეთმა მიიღო სტრატეგიული ინიციატივა ფრონტის ყველა მიმართულებით.

„სტრატეგიული ინიციატივა ყველა სფეროში რუს სამხედროებს ეკუთვნის, ჩვენ ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები კოლაფსის პირასაა და ზელენსკის რეჟიმმა მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია და მოლაპარაკების უნარი“, – დასძინა საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის