ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 18, 2025 21:26 საათი

თბილისი

Apr 18 - Fri
Tbilisi, GE
12°C few clouds

სერგეი რიაბკოვი: უკრაინის საკითხზე ვაშინგტონის კურსში ცვლილებას ვერ ვხედავთ, ულტიმატუმების ენა რუსეთთან მიმართებით არ იმუშავებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მიუხედავად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებისა, თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე მაინც საუბრობს.

რიაბკოვის თქმით, ამ დროისთვის რუსეთი ვერ ხედავს რაიმე პრაქტიკულ ცვლილებას ვაშინგტონის კურსში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.

„ტრამპის გუნდი, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად, მაინც იჩენს ინტერესს „დემოკრატების“ მიერ შეწყვეტილი დიალოგი აღადგინოს. ულტიმატუმების ენა და მცდელობა იმის თქმის, რომ „ჩვენი დიდი კეთილგანწყობა მოგეცემათ“ აშკარად დაუსაბუთებელ მოთხოვნებზე დათანხმების სანაცვლოდ, რუსეთთან მიმართებით არ იმუშავებს“, – განაცხადა რიაბკოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის