პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილის მისალოც ტექსტშია აღნიშნული, პატრიარქის ღვაწლი უდიდესია ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში:
„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს! ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი. საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ, განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი, ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს. მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას!“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.