ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 4, 2022 21:03 საათი

თბილისი

ოქტ 4 - სამ
Tbilisi, GE
21°C clear sky

შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს გიდეონ საარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა.

მხარეებმა  საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობასა და ისტორიულად მტკიცე ხალხთაშორის კავშირებზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

შალვა პაპუაშვილმა ისრაელის  სახელმწიფოს წარმატება უსურვა ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში და ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები