ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2025 13:21 საათი

თბილისი

Apr 29 - Tue
Tbilisi, GE
6°C overcast clouds

შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები – დეკემბერში იყო პარლამენტის შტურმის მცდელობა და ვნახეთ, რომ როდესაც ოფისებიდან ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა

ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ შარშან დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელზე თავდასხმა. ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი მათ შორის წახალისებული გარედან იყო. ისიც ვნახეთ, რომ როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, მაშინაც ეფექტიანად იმუშავა ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული სურათი.

„როგორც შევიტყვეთ, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების წარმოების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის. ვხედავთ ჩვენ ცალსახად, რომ არის მცდელობა გარედან მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ტარდება. საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ ჟორჟოლიანის საქმიანობას უკავშირდება. საუბარია მის ფონდზე, რომელიც დაყადაღებულია. ამ დროისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის