ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 18:51 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
6°C broken clouds

შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერია – მეუფე შიო

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საუბარში მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „გამორიცხული არაფერია“.

სასულიერო პირის თქმით, ახლა უკეთ არის.

„უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს, შეუძლებელია, იმაზე საუბარი რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება არა, მიმდინარეობს მოკვლევა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის