ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 15:20 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

შინდისის გმირები მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზედაც მომავალი თაობები გაიზრდებიან – ირაკლი ღარიბაშვილი 

შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზედაც მომავალი თაობები გაიზრდებიან – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.

„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან – შინდისის ბრძოლიდან.

დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.

სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზედაც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები