შრი-ლანკის ცეილონის მასწავლებელთა კავშირის გენერალური მდივანი, იოსებ სტალინი, რომელიც კუნძულზე საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის იყო დაკავებული, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლომ მიიღო, იტყობინება პორტალი Newsfirst.
უფლებადამცველი იოსებ სტალინი 3 აგვისტოს დააკავეს მიმდინარე წლის მაისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის, სასამართლოს დადგენილების დარღვევით.
სტალინი არის შრი-ლანკაში მასწავლებლებისა და სტუდენტების უფლებების ცნობილი ადვოკატი, ასევე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდამჭერი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო აპრილში კუნძულზე დაწყებულ საპროტესტო აქციებში ეკონომიკური კრიზისის გამო ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ.