ბოლო დღეებშციი, აქის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებს დაზიანებები აქციის მონაწილეთა მხრიდან სხვადასხვა საგნების სროლის, ასევე, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად აქვთ მიღებული.
დაშავებული სამართალდამცველებიდან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
შსს ერთ-ერთი დაშავებულის ფოტოს ავრცელებს.