ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 22:47 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
11°C clear sky

შსს-მ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და მისი დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს,  არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან
საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებენ შსს-ში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები