ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 07:42 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
12°C few clouds

„შტატები ეხმარება უკრაინას, რომ რუსეთმა კონფლიქტი არ გაყინოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ბილ კლინტონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის 42-ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს მოუწოდა, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასა და რუსეთის ბირთვულ ტერორზე მიაპყროს.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდის ცნობით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეხვედრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბილ კლინტონს და მის მეუღლეს შეერთებული შტატების სხვადასხვა დონეზე ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის, ასევე, პირადი მხარდაჭერისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გაყინვა. ეს არის ზუსტად ის, რისკენაც რუსეთი ისწრაფვის. ჩვენ კარგად ვიცით, რა ხდება „გაყინული კონფლიქტების” დროს. ეს გრძელდება წლების, ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები