„ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ახალი პაკეტი ისტორიულია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა აშშ-სგან დამატებით არტილერიას, საჭირო ჭურვებს, „ჰაიმარსის“ და საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილ რაკეტებს, ასევე, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სხვა ტიპის იარაღს მიიღებს.
„არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის შესახებ. ეს ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო, მაგრამ უკვე რეალობად ვაქცევთ… განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კანადის მთავრობას მზადყოფნისთვის, გამოყოს დაფინანსება ჰოლოდომორი გენოციდის მუზეუმის დასრულებისთვის. სიმბოლურია, რომ კანადა მხარს უჭერს უკრაინას ისტორიული მეხსიერების დაცვაში“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.