ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:16 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

შტატებში, LGBTQ კლუბში შეიარაღებული კაცი შეიჭრა, დაიღუპა 5 და დაშავდა 25 ადამიანი – The Washington Post

The Washington post-თან ინტერვიუში ბარის ერთ-ერთი მფლობელი აცხადებს, რომ სროლა მანამდე გაგრძელდა, სანამ კლუბის ერთ-ერთმა მეპატრონემ არ დაიმორჩილა შეიარღებული მამაკაცი.

ბარის მეპატრონის თქმით, პოლიცია სამი წუთის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე.

ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ, კლუბის მეპატრონე ამბობს, რომ ეჭვმიტანილი მათ კლუბში მანამდე არასდროს ყოფილა.

კლუბმა Q-მ აღნიშნულ ძალადობას, რომელიც ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს მოხდა, „სიძულვილის თავდასხმა“ უწოდა.

იყო თუ არა სროლა სიძულვილის დანაშაული, ოფიციალური პირების განცხადებით, ამას გამოძიება დაადგენს.

მათივე თქმით, დაკავებულს მკვლელობის მუხლით წაუყენებენ ბრალს.

ეჭვმიტანილი 22 წლის კაცია, რომელიც ადრე ბომბის გამოყენების მუქარისთვის იყო დაკავებული. პოლიციის სპიკერმა, ლეიტენანტმა პამელა კასტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობს. მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ლგბტქ უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ანტილგბტქ რიტორიკისა და კანონების ზრდაც არის. კლუბის ერთ-ერთი მფლობელის თქმით, თავდასხმის შემდეგ მათ სათვალთვალო კამერები ამოიღეს, სადაც ჩანს, რომ  შეიარაღებულმა კაცმა შენობაში შესვლისთანავე სროლა დაიწყო, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ორი ათეული კი დაშავდა. მათ შორის არიან კლუბის თანამშრომლები და მომხმარებლები.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები