შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. შესაძლოა, ეს უკრაინის კონფლიქტის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილი გახდეს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადეს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ხოლო „გავლენიანი წრეები ამჟამად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის პრეზიდენტიც ეწვიოს შვეიცარიას“.
რაც შეეხება შვეიცარიაში ვლადიმერ პუტინის ჩასვლაზე დაწესებულ აკრძალვასა და დაპატიმრების ორდერს, ოფიციალური ბერნი მიანიშნებს, რომ შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას.
ასეთი რამ მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს შემთხვევაში მოხდა. მაშინ მან პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.
შვეიცარიული მედია წერს, რომ დაპატიმრების ორდერი „სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ ვერ შეაფერხებს.