ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:21 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

„სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებენ“ – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეინარჩუნეს მჭიდრო კონტაქტები ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჟიანმა განაცხადა.

დიპლომატის თქმით, პეკინი და მოსკოვი ორმხრივ ურთიერთობებს წარმატებით აძლიერებენ.

„პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა განაგრძეს მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნება სხვადასხვა ფორმატში.

ჩინეთი და რუსეთი ინარჩუნებენ ეფექტურ დიალოგს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში“, – განაცხადა სპიკერმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა პუტინს მოსკოვში მიწვევაზე უარი უთხრა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები