საერთაშორისო მედიაჯგუფ „Russia Today“-სა და RT ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ მას მძიმე დაავადება დაუდგინდა.
ტელეარხ „რუსეთი 1“-ის გადაცემა „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ ეთერში სიმონიანმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა, თავად ეთქვა სიმართლე და არა მაყურებლისთვის ჭორებით გაჟღენთილიყო.
„იმ პერიოდში, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, ბოლო ტრანსლაციის შემდეგ, ამ კვირაში საშინელი, სერიოზული ავადმყოფობის დიაგნოზი დამისვეს. ხვალ აქვე, ამ ორდენით, ოპერაცია მაქვს“, – თქვა სიმონიანმა. პატრიარქმა კირილემ მას ცოტა ხნის წინ მოციქულთა თანასწორი პრინცესა ოლგას მესამე ხარისხის ორდენი გადასცა.
„მე სიმართლე უნდა ვთქვა და უნდა გავამხნევო ისინი, ვინც იმავეს განიცდის“, – აღნიშნა საერთაშორისო მედიაჯგუფ „Russia Today“-სა და ტელეარხ RT-ის მთავარმა რედაქტორმა.
სიმონიანმა დასძინა, რომ მისი მეუღლე ტიგრან კეოსაიანი რვა თვეზე მეტია კომაშია.